სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი ქვეყანაში გაუარესდა- პარლამენტში ნინო ლომჯარიას უსმენენ

30.09.22 13:44
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი ქვეყანაში გაუარესდა- პარლამენტში ნინო ლომჯარიას უსმენენ

ქვეყანაში გაზრდილია ტოტალური მოსმენების საფრთხე, გაუარესდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი, მედიის და გამოხატვის თავისუფლება - ორ საათზეა მეტია, პარლამენტში სახალხო დამცველის კრიტიკულ ანგარიშს უსმენენ. ომბუდსმენმა ,,ქართულ ოცნებას" შეახსენა რომ 5 ივლისის საქმე გამოსაძიებელია, კითხვებს აჩენს ე.წ. ,,სუსის კრებსების" საქმე და საგანგაშოა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა უფლებრივი მდგომაროება.

გასულ წელს ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებაზე და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც სახალხო დამცველის, ეუთო-ოდირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად გააგრძელა და დაასრულა.

ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეზღუდვის ფონზე საგანგაშო იყო 2021 წლის 13 სექტემბერს სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, დიპლომატების მიმართ უკანონო თვალთვალის მასალის გაჟონვა, რაც მორიგი მტკიცებულებაა, რომ მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა სისტემური პრობლემაა.

2021 წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი ქვეყანაში გაუარესდა, ბოლო წლებში შეინიშნება გამოხატვის თავისუფლების სივრცის კიდევ უფრო შეზღუდვის ტენდენცია.  

შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რომელშიც ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, უფლებადამცველებს უწევთ საქმიანობა. 

სამწუხაროდ, 2021 წელს გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ თავდასხმების შემთხვევები. - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც მოსალოდნელი იყო ,,ქართული ოცნება" ნინო ლომჯარიას ანგარიშს  უწუნებს.

მსგავსი სიახლეები