პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე რუსეთის 15 აგენტია, მათ სათავეში დგას კობახიძე - ვაშაძე
ირაკლი კობახიძე რუსეთის აგენტობაშია დადანაშაულებული.
“ოცნების” თავმჯდომარე ერთადერთი არ არის, ვინც რუსულ “ეფესბესთან” კვაშირშია მხილებული.
„სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის მტკიცებით, სულ 15 აგენტია, ვინც სახელისუფლებო გუნდიდან მთავრობასა და პარლამენტში მაღალთანამდებობეზე არიან.
გიორგი ვაშაძე მხილებებს აანონსებს და ამბობს რომ მალე რუსეთის ყველა აგენტი გასაჯროვდება.
“ჩვენი ინფორმაციით დღეს, საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის არის ის „ოთხეული“, რომელიც ასე გავეშებულად გამოდის. ისინი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე.
დიახ! მათ სათავეში დგას ირაკლი კობახიძე, რომელიც დღისით მზისით გვეუბნება, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არ სჭირდება, არც „აბრამსები“, „ჰაიმარსები“ და „პატრიოტები“ გვჭირდება”. – ამბობს ვაშაძე.