ვაშაძის განცხადებები ზღვარს არის გადასული - პაპუაშვილი აშშ-ს მხრიდან თავდაცვითი იარაღის შეთავაზებას უარყოფს

30.09.22 13:32
ვაშაძის განცხადებები ზღვარს არის გადასული - პაპუაშვილი აშშ-ს მხრიდან თავდაცვითი იარაღის შეთავაზებას უარყოფს

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თავდაცვითი იარაღის საკითხთან დაკავშირებით არანაირი მსგავსი შემოთავაზება ამერიკის მხრიდან არ ყოფილა და თუკი გიორგი ვაშაძის განცხადებებს სიმართლესთან რაიმე კავშირი აქვს, მაშინ მან კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

პარლამენტის თავმჯდომარე „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის განცხადებას ზღვარგადასულს უწოდებს.

მან უნდა განმარტოს რა ინფორმაცია აქვს, ვისგან აქვს ეს ინფორმაცია. ხედავთ, რომ მისი განცხადებები ყველანაირი ადამიანური ეთიკის ზღვარს არის გადასული.  ამიტომ მის განცხადებებზე კომენტარები ვფიქრობ ზედმეტია“.- ამბობს პაპუაშვილი.

გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა“.

მსგავსი სიახლეები