ეკონომიკის გამოცოცხლება ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგია - პრემიერი ისევ თავს იწონებს

30.09.22 14:14
ეკონომიკის გამოცოცხლება ჩვენს მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგია - პრემიერი ისევ თავს იწონებს

პრემიერი ისევ ირწმუნება, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკის "გამოცოხლების" მიზეზად ხელისუფლების გონივრულ ნაბიჯებს ასახელებს. 

ჩვენს მიერ გადადგმულმა გონივრულმა ნაბიჯემა, ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ შარშან. 2022 წელს რეალურმა  ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10.4%, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევძელით 2020 წელს მიღებული დანაკარაგის სრული აღდგენა, არამედ 2019 წელტან შედარებით ეკონომიკის დონის 2, 9%-ით გაზრდაც შევძელით, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები