პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუს-ის თანამშრომლების ხელფასები გაიზრდება - პრემიერი

30.09.22 14:30
პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუს-ის თანამშრომლების ხელფასები გაიზრდება - პრემიერი

პრემიერის თქმით, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები 20%-ით გაიზრდება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ამისთვის ბიუჯეტიდან 290 000 000 ლარი გამოიყოფა. 

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელფასების ზრდა  მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება. მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით, ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 000 000 ლარი. 

2023 წლის იანვარში ასევე გაგრძელდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10%-ით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვყავით ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასი 20%-ით გაიზრდება იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები