ვაშაძე მორალურ ფსკერზეა დაშვებული - მდინარაძე

30.09.22 15:02
ვაშაძე მორალურ ფსკერზეა დაშვებული - მდინარაძე

„ფსკერს ქვემოთ, ყველაფრის მთქმელი დეპუტატი“ - გიორგი ვაშაძის მხილებამ და დადანაშაულებამ „ქართული ოცნება“ წყობიდან გამოიყვანა.

მამუკა მდინარაძე თავის მართლების ნაცვლად დღეს თავს „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერს დაესხა და თქვა რომ ვაშაძე იმდენად მშიშარა ადამიანია, რომ სხდომათა დარბაზშიც ვერ შედის.

სახელისუფლებო გუნდში უარყოფენ, რომ აგენტები არ ჰყავთ და მხილებას დეზინფორმაციას უწოდებენ.

„ვაშაძეს ამ სიბინძურის გამო რაც ეკუთვნის ტელეკამერების წინ ამის თქმას ვერ ვიკადრებ. ეს ადამიანი ისეთ მორალურ ფსკერზეა დაშვებული, რომ რაც არ უნდა დასჭირდეს.
იმდენად მშიშარა ადამიანია, წინა კვირაში დარბაზში ერთხელ მაინც გინახავთ? ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა. ბრიფინგებს ატარებს ხოლმე, შეშინებული ლაპარაკობს დარბაზში რომ შევალ ფიზიკურად იძალადებენ ჩემზეო“.- ამბობს მდინარაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის „ოთხეული“ და ყველაზე საგანგაშოა, რომ „მათ სათავეში რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე დგას“. 

მსგავსი სიახლეები