საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს 30 დღიანი, ტურისტული ვიზა - „ლელოს“ კანონპროექტი
პარტია „ლელოს“ ოფისში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, სხვა ლიდერებთან და იურისტებთან ერთად რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე საგანგებოდ მომზადებული კანონპროექტი წარადგინეს და საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს.
კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესებს ითვალისწინებს.
წესდება გაკუთვნილია სპეციალური, განსაკუთრებული რეჟიმის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისთვის.
პირველი - სპეციალური რეჟიმი გულისხმობს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას.
მეორე - სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მაქსიმუმ 30 დღიანი, ტურისტული ვიზების გაცემას.
მესამე - პირები, რომლებიც წერილობით არ დაადასტურებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის ფაქტს, არ იქნებიან დაშვებულები საქართველოს ტერიტორიაზე.
კანონი სპეციალურ რეჟიმს ქმნის რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ოკუპანტ სახელმწიფოს.
ეს კანონი ცალსახად ამბობს, რომ საქაღთველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას შეზღუდვები არ შეექმნებათ ორმაგი მოქალაქეობის, საქართველოს დაკარგული მოქალაქეობის მქონე და აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც ჰყავთ საქართველოს მოქალაქე ნათესავები“. - აცხადებენ პარტიაში.
კანონპროექტი პარლამენტში მომავალ კვირაში იქნება წარდგენილი.