ვგმობთ ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში და ხელისუფლების თავდასხმას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე - პარტია ,,საქართველოსთვის"
როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, უპასუხოს ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და გაწყვეტს თუ არა საქართველო ბელორუსთან დიპლომატიურ კავშირს? ამ თემაზე პარტიაში ,,საქართველოსთვის პრესკონფერენცია გაიმართა.
პარტია ,,საქართველოსთვის" მკაცრად გმობს პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და დე ფაქტო მთავრობის მიერ სამობილიზაციო სამუშაოების დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ და დანაშაულებრივ ომში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართვას.
წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უმთავრეს გარანტორს წარმოადგენენ ჩვენი პარტნიორები-აშშ და ევროკავშირი. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს ხელისუფლებას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, ბოლო პერიოდში მათ თავს დაუფარავად ესხმიან, რაც სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის უკიდურესად საფრთხის შემცველია.
ხელსიუფლების ვალდებულებაა, მშვიდობა უზრუნველჰყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ომი არ უნდა შეეხოს ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც. ამიტომაც ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, თავი აარიდოს დანაშაულებრივ ომს.
კერძოდ, დაფიქსირდეს სახელმწიფოს მკაფიო, პოლიტიკური პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზურ და ოსურ ებნებზე სპეციალური საკომუნიკაციო არხების საშუალებით მიეწოდება ოკუპირებულ ტერიტორიზე მცხოვრებ პირებს.
ყველა საკომუნიკაციო არხით ხაზი უნდა გაესვას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, როგორც ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზას, შეიქმნას ჰუმანიტარული, ე.წ. მწვანე დერეფანი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებს, გადმოვიდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორეაზე, მოხდეს ფინანსების მობილიზება მათ დასახმარებლად, დასავლელ პარტნიორებტან გააქტიურდეს კომუნიკაცია, მათ გაეცნოს სახელმწიფოს კონკრეტული გეგმა და საჭიროებები მათგან ფინანსური დახმარების მისაღებად, მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებსა და ოსებთან, რათა მათი მხიდან ამ პროცესს ჰქონდეს პირდაპირი და ირიბი მხარდაჭერა!
სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენა არის ის უნივერსალური ფასეულობები, რომლის გარშემოც ყველანი უნდა გავერთიანდეთ, პოლიტიკური შეხედულებების მიუხადავად - განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ბერდია სიჭინავამ.