ძალისმიერ ანექსიას არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს - ზურაბიშვილი
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია რუსეთის მიერ - სალომე ზურაბიშვილის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ძალისმიერ ანექსიას არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.
ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!" - წერს ზურაბიშვილი.