ნატოში გაწევრინების პერსპექტივა - უკრიანის საკონტროლო გასროლის შემდეგ, ოპოზიცია "ოცნებისგან" ნაბიჯების გადადგმას ელოდება

01.10.22 11:18
ნატოში გაწევრინების პერსპექტივა - უკრიანის საკონტროლო გასროლის შემდეგ, ოპოზიცია "ოცნებისგან" ნაბიჯების გადადგმას ელოდება

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წლის თავზე  ამბობს, რომ „ნატოში“ გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება ნაადრევია. 

უკრიანის საკონტროლო გასროლის შემდეგ, ქართული ოპოზიცია კატეგრიულია და მოქმედი ხელისუფლებისგან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ როდესაც „ნატოში“ შესვლის შესაძლებლობის ფანჯარა გაიღება, საქართველო რეფორმების კუთხით მზად უნდა იყოს, თუმცა მისი თქმით, არ არის და რიგი საკითხებია მოსაგვარებელი.

საქართველო უნდა ყოფილიყო მზად იმისთვის, რომ თუ შესაძლებლობის ფანჯარა გაიღება და ნატოში შესვლა შეგვეძლება, მანამდე მზად ვიყოთ დემოკრატიული რეფორმების კუთხით და რომ არა ვართ მზად და პრობლემა გვაქვს დღეს, ეს არის მთავარი საკითხი. უნდა დავასრულოთ აუცილებელი რეფორმები, რომლის გარეშეც არც „ნატოში“ მიგვიღებენ და არც ევროპაში“. - ამბობს აქუბარდია.

გუშინ რუსეთმა უკრიანის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გამოაცხადა.  

უკრაინამ ამის შემდეგ ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადის შეტანა დააანონსა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული ანექსია განცხადებით დაგმო და თქვა, რომ დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.  

თუმც,ა ოფიციალური თბილისი არ ამბობს, თავადაც გამოიყენებს თუ არა შანსს და გააკეთებს თუ არა ქვეყანა განაცხადს „ნატოში“ ინტეგრაციაზე. 

მმართველი გუნდის ლიდერის ირაკლი ქადაგიშვილი კი ფიქრობს, რომ ჯერ „ნატოში“ გაწევრიანებისთვის მზად არ ვართ და ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ.

მსგავსი სიახლეები