არ ვიცი, ვერ გეტყვით - კალაძე „ნატოში“ სწრაფად გაწევრიანების განაცხადზე

01.10.22 13:13
არ ვიცი, ვერ გეტყვით - კალაძე „ნატოში“ სწრაფად გაწევრიანების განაცხადზე

„ქართული ოცნება“ ამ დრომდე არ პასუხობს კითხვას, გააკეთებს თუ არა საქართველო „ნატოში“ სწრაფად გაწევრიანების განაცხადს.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვს.

არ ვიცი, ვერ გეტყვით. როცა იქნება მსჯელობა ამაზე, გეტყვით. არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ხდება მსოფლიოში, ძალიან რთულია რამეზე განმარტებების გაკეთება“. - ამბობს კალაძე.

უკვე მეორე დღეა მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრიანისკენააა მიმართული. ომში მყოფმა ქვეყანამ განაცხადი უკვე გააკეთა.

მსგავსი სიახლეები