"ნატო-მ გვითხრა მატარებელი დაძრულია, თქვენ ან მოასწრებთ ამ მატარებელში ჩაჯდომას, ან..." - ვაშაძე

01.10.22 13:32
"ნატო-მ გვითხრა მატარებელი დაძრულია, თქვენ ან მოასწრებთ ამ მატარებელში ჩაჯდომას, ან..." - ვაშაძე

„ნატოში“ გაწევრიანების პერსპექტივა - ოპოზიცია ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახლა ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ქვეყნის ცენტრალური მიზანია გახდეს დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი.

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძეპირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებას" ნატოში გაწევრიანება არ უნდა და რადგან მათი მიზანია, რომ პირისპირ დაგვტოვოს რუსეთთან.

ვაშაძის თქმით, ნატო-ს წარმომადგენელმა საქართველოს უთხრა, რომ მატარებელი დაძრულია და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული მოვასწრებთ თუ არა მასში ჩაჯდომას.

დღეს ხელისუფლებაში გვყავს პრორუსული ქართული ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირისპირ დაგვტოვოს რუსეთთან, არც ევროკავშირის სტატუსი მივიღოთ, არც „ნატოში“ შევიდეთ და ვიყოთ რუსული ტანკის შიშის ქვეშ. 
ნატო-ს წარმომადგენელმა ღიად და დაუფარავად გვითხრა შემდეგი რამ, მატარებელი დაძრულია, თქვენ ან მოასწრებთ ამ მატარებელში ჩაჯდომას ჩვენთან ერთად ან შეიძლება ისე ჩაიაროს, რომ თქვენ ამ შესაძლებლობამ ჩაგიაროთ. მეორე, ნულოვანი განცდა აქვთ, რომ პრორუსული „ქართული ოცნება“ რამეს გააკეთებს". - ამბობს ვაშაძე.

 

მსგავსი სიახლეები