„ეფესბეშნიკმა“ ოთხეულმა დაადასტურა, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე საქართველომ თქვა უარი - ვაშაძე

01.10.22 14:05
„ეფესბეშნიკმა“ ოთხეულმა დაადასტურა, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე საქართველომ თქვა უარი - ვაშაძე

„ოთხეულის“ წერილის შემდეგ, "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ორ დღეში დადასტურდა მისი ნათქვამი და რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე საქართველომ ნამდვილად თქვა უარი.

„ეფესბეშნიკი“ კობახიძის, „ეფესბეშნიკმა“ ოთხეულმა ღიად და დაუფარავად, საკუთარ განცხადებაში დაადასტურა, რომ სწორედ ქართულმა მხარემ თქვა უარი პატრიოტებზე, ჰაიმარსებზე და აბრაამსის ტანკებზე, საქართველომ უარი თქვა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. დღესავით ნათელი, ზუსტად ორ დღეში გახდა ყველაფერი, რომ მე ვთქვი სიამრთლე და ამ სიმართლის შინაარსი არის შემდეგი - დღეს ხელისუფლებაში გვყავს პრორუსული ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირისპირ დაგვტოვოს რუსეთთან, არც ევროკავშირის სტატუსი მივიღოთ, არც „ნატოში“ შევიდეთ და ვიყოთ რუსული ტანკის შიშის ქვეშ". - ამბობს ვაშაძე.

სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება, ნათქვამია, რომ ოთხეულს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არა ვაშაძის მიერ წარმოდგენილი მასშტაბით, მაგრამ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა.

მსგავსი სიახლეები