„ნატოში“ გაწევრიანების პერსპექტივა - პოლიტოლოგები ხელისუფლებას განგაშის სიგნალებს ურთავენ

01.10.22 15:10
„ნატოში“ გაწევრიანების პერსპექტივა - პოლიტოლოგები ხელისუფლებას განგაშის სიგნალებს ურთავენ

„ნატოში“ გაწევრიანების პერსპექტივა - პოლიტოლოგები ხელისუფლებას განგაშის სიგნალებს ურთავენ.

ექსპერტების შეფასებით, თუ ჩვენი ქვეყანა საერთო დინამიკას აცდება, მაშინ გამოვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ალიანსის და „ევროკავშირის“ წევრობა „ოცნებად“ დარჩება. 

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ  „ნატოს“ მხრიდან მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული  სახელმწიფო.

სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მდგომარეობა არ გვაძლევს საფუძველს, რომ განვაცხადოთ, რომ საქართველო აკმაყოფილებს „ნატოს“ სტანდარტებს. ვინაიდან და რადგანაც ვიცით, რომ „ნატო“ ერთის მხრივ არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, მაგრამ პირველ რიგშ ნატო გახლავთ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი, ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ნატოს“ მხრიდან საქართველოს, როგორც ასპირანტი სახელმწიფოს მიმართ გახლავთ ის, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული  სახელმწიფო". - ამბობს პოლიტოლოგი.

უკვე მეორე დღეა მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრიანისკენაა მიმართული. ომში მყოფმა ქვეყანამ "ნატოში" დაჩქარებულ შესხვალზე განაცხადი უკვე გააკეთა.

მსგავსი სიახლეები