"ოცნებიდან იმედგაცრუებამდე" - ოპოზიცია მმართველი გუნდის 10 წელს აფასებს
"ოცნებიდან იმედგაცრუებამდე" - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ოცნების 10 წელს.
ოპოზიციონერის თქმით, ეს ყველაზე მეტად გამოხატავს „ოცნების“ დრამატულ სახეს.
„ოცნებიდან იმედგაცურებამდე“- ეს ყველაზე მეტად გამოხატავს ქართული ოცნების დრამატულ რეალობას. ქართული ოცნება ტავის მოქმედებებში ერთი-ერთში ემსგავსება და ჰგავს იმას, რასაც თავად ებრძოდა". - ამბობს ბუჩუკური.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, კი მმართველი პარტიის 10 წელს იანუკოვიჩის მმართველობას ადარებს და ამბობს, რომ ზუსტად ასე უზრდის საქართველოს საფრთხეს ივანიშვილის რეჟიმი, როგორც ეს უკრაინის ყოფილმა მმართველმა გააკეთა.
ეს ხალხი ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ომს გადაგარჩინეთო, თან ეუბნება, ამის ხარჯზე შეიძლება სახელმწიფოს დათმობა მოგვიწიოსო. ამ ყველაფრის შედეგად კი არ ამცირებენ შანსს მსხვერპლის და აგრესიის, ზრდიან. თუ ჩვენ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება გვინდა, ივანიშვილის რეჟიმი გვიზრდის, კი არ გვიმცირებს საფრთეს, ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა უკრაინისთვის იანუკოვიჩმა". - განაცხადა ბოკერიამ.
10 წელი ხელისუფლებაში და რეალობას აცდენილი განცხადებები - გამარჯვების მეათე წელს „ქართულმა ოცნებამ“, მიღწევებზე საგანგებო განცხადებაში ისაუბრა.