ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა იყო სახეში გალაწუნება - ჯაფარიძე
ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვალს ქართული ოპოზიცია ეხმაურება.
„ოცნებას“ პოლიტიკური ოპონენტები ტონს უწუნებენ და ამბობენ, რომ საჭიროაა უფრო ხისტი განცხადებები და მკაცრი ქმედებები.
ოპოზიციის თქმით, თუ ლუკაშენკო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს პასუხისმგებლობა მთლიანად „ოცნებას“ დაეკისრება.
"გირჩი, მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს როცა მოუნდება, მაშინ წამოგვარტყამს ხელს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა.
ჯაფარიძე ფაქტს სახეში გალაწუნებას უწოდებს.
კიდევ ერთხელ კრახი განიცადა „ოცნების“ არ აღიარების პოლიტიკამ და ზოგადად იმ პოლიტიკამ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. ლუკაშენკო რომ შევიდა აფხაზეთში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთს როცა გაუსწორდება, მანამ სანამ სუსტი ხარ, წამოგარტყამს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა. ლუკაშენკოს იქ ჩასვლა იყო ზუსტად სახეში გალაწუნება“. - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.