ივანიშვილმა კორპუსების მშენებლობის ბიზნესი დაიწყო - ოლიგარქი მინი ქალაქს აშენებს
"ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა კორპუსების მშენებლობის ბიზნესი წამოიწყო. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ოლიგარქი მინი ქალაქს აშენებს.
მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 82 742 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ოლიგარქის ქარხანაა, ცათამბჯენები განთავსდება, 5 მოედნით, 1300 მანქანზე გათვლილი პარკინგით და 2500 კვადრატული მეტრი კომერციული ფართით. ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, მინიმუმ 2500 საცხოვრებელი ბინა ააშენოს.
ირკვევა, რომ ივანიშვილის "ელიტა ბურჯმა" ახალი მინი ქალაქის მშენებლობის პროექტი კომპანია "ჰაუს არტს" დაუკვეთა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დეველოპერული ბიზნესი ივანიშვილმა საქველმოქმედო კომპანიის სახლით დაიწყო. ტერიტორია, სადაც კორპუსები უნდა აშენდეს "ელიტა ბურჯის" საკუთრებაა, მშენებლობის დამკვეთიც "ელიტა ბურჯია", ამ კომპანიის მფლობელი კი კი საქველმოქმედო ფონდი "ქართუა".
როგორ ხდება ბიზნესი და ქველმოქმედება ერთად, დამატებით რამდენ მილიონს იშოვის ოლიგარქი და რატომ არის რისკი რომ ფული ოფშორებში გადაიქაჩოს? - ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში.