სასჯელი პოლიციელს ბერას ძმაკაცის დაჭერისთვის - ყოფილი ძალოვანი სისტემას ამხელს

01.10.22 21:43
სასჯელი პოლიციელს ბერას ძმაკაცის დაჭერისთვის - ყოფილი ძალოვანი სისტემას ამხელს

"ხელს თუ მოკიდებ, რამე დანაშაულს ჩაიდენს, ვიღაცის ვიღაცა თუ არის, ღარიბაშვილის, კალაძის, ბერასი, უნდა ილოცო, რომ არ დაგიჭირონ"- პოლიციელი, რომელმაც, ბერა ივანიშვილის ძმაკაცი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.

ამერიკაში გადახვეწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი "შაბათის ეთერთან" ყვება, რომ თბილისში 2022 წლის აპრილში,  დიდი რაოდენობით ნარკოტიკით ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარი დააკავეს.  მისი თქმით, პოლიციამ კანონით იმოქმედა და ბერას ძმაკაცს ხელბორკილები დაადო, თუმცა პოლიციის განყოფიელბაში რეალობა სრულად შეიცვალა. 

ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ ბერას ძმაკაცის დაკავების საქმე პოლიცილებს უკან შეუბრუნეს, საქმეს ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ლამის დააკავეს, დაჭერას გადაურჩნენ თუმცა განყოფილება დაშალეს. 

ისე გაუხადეს საქმე რომ დასაჭერად ჰქონდათ საქმე. მოხსნეს პოლიციის უფროსი, თანამშრომლები სხვადასხვა განყოფილებაში გადაანაწილეს. ეს ამბავი წელს მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში მოხდა. იმას იძახდნენ, რომ ნეტავ სამსახურიდან გაგვიშვან, რომ არ დაგვიჭირონო. სამსახურის დაკარგვას აღარ ჩიოდნენ.  ამ ყველაფერს რომ უყურებ, აღარ გიჩნდება სურვილი მუშაობის. შენც შიში გაქვს იმის, რომ ქუჩაში ვიღაცა აღმოჩნდეს, ივანიშვილის ძმაკაცი, ღარიბაშვილის ნათესავი. კანონი თუ კანონია ასე რატომ უნდა ხდებოდეს, იმიტომ, რომ ბერას ძმაკაცია? ყველას უჩნდება შიში და აღარ უნდათ მუშაობა" - ამბობს ყოფილი პოლიციელი "შაბათის ეთერთან". 

 

 

მსგავსი სიახლეები