კალაძის სიძის შვილები უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან
კახა კალაძის სიძის, "ქართული ოცნების" პარტიული მუშაკის, პაატა აბულაძის შვილები ომში უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. დედაქალაქის მერის და, თამარ კალაძე "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
კალაძის დის ქმარი "შაბათის ეთერის" ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოიქცა, რაც თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც უმცროსი აბულაძე ტანკზე საბრძოლო პოზიციებზეა გადაღებული.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, კახი კალაძის სიძის ვაჟი, რუსეთის პრეზიდენტის პირადი კონტროლი ქვეშ მყოფ, განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ ვაგნერის დაჯგუფებაში ირიცხება.
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, პაატა აბულაძეს, პირადი ნაცნობობა ბიძინა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილთან, მეგობრობს ირაკლი ღარიბაშვილთნ, მჭიდრო კავშირი აქვს ვახტანგ გომელაურთან. ეს უკანასკნელი, პრორუსული განცხადებებითაა ცნობილი.
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, უქმნის თუ არა "ქართულ ოცნებას" დისკომფორტს, რომ მათი თანამშრომელი დედას აგინებს ყველას, ვინც უკრაინის იცავს და საქართველოს პროევროპული კურსის მხარდამჭერია
იმის დასადგენად რა პოსტზეა დასაქმებული კახი კალაძის სიძე, თამთა დოლენჯაშვილმა "ქართულ ოცნებაში" ირაკლი კობახიძის სახელზე განცხადებაც შეიტანა, თუმცა ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.