"შსს და სუსი პოლიტიკურ ორგანიზაციებად იქცნენ" - ყოფილი ძალოვნები დუმილს არღვევენ
ყოფილი ძალოვნები დუმილს არღვევენ. მათი თქმით, შსს და სუსი მოქმედი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკურ ორგანიზაციებად იქცნენ, რომლებიც ივანიშვილის, "ოცნების" და მათი საახლობლოს მფარველობით არიან დაკავებულები.
ყოფილი პოლიციელი ნიკა მიქაია პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის ყველაფერი ხსნილია.
დღევანდელი პოლიცია, დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური ორგანიზაცია. თუ ისინი დაახლოებულები არიან რაღაც ფორმით „ქართულ ოცნებასთან“, მის მაღალჩნოსნებთან, ან მეგობრობენ ვიღაცასთან, ამ ადამიანებისთვის ყველაფერი არის აბსოლუტურად ხსნილი, მათ მწვანე აქვთ ნებისმიერ კანონდარღვევითაზე. თავიდან ბოლომდე არიან მორგებული იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ’ როგორმე უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება. აი, ეს, ივანიშვილმა რაც გააკეთა, რომ მთლიანად შსს და სუსი გახადა თავის ქოლგის ქვეშ მყოფ სტრუქტურებად, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ მას რაღაცა „წვიმის წვეთები“ არ დაეცეს, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, - ამბობს ნიკა მიქაია.
პოლიციელი, რომელმაც, ბერა ივანიშვილის ძმაკაცი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა, იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.
ამერიკაში გადახვეწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი "შაბათის ეთერთან" ყვება, რომ თბილისში 2022 წლის აპრილში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკით ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარი დააკავეს. მისი თქმით, პოლიციამ კანონით იმოქმედა და ბერას ძმაკაცს ხელბორკილები დაადო, თუმცა პოლიციის განყოფიელბაში რეალობა სრულად შეიცვალა.
ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ ბერას ძმაკაცის დაკავების საქმე პოლიცილებს უკან შეუბრუნეს, საქმეს ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ლამის დააკავეს, დაჭერას გადაურჩნენ თუმცა განყოფილება დაშალეს.