დღეს მიხეილ სააკაშვილს ამერიკელი ადვოკატი შეხვდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტს უცხოელი ადვოკატი დღეს მოინახულებს. ცნობილია, რომ სპეცილისტი თბილისში რამდენიმე დღე დარჩება.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში კი კიდევ ერთი საერთაშორისო ექსპერტი ერთვება.
საუბარია, ნევროლოგზე, რომელმაც პაციენტი პატიმრის ჯანმრთელობაზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.