შეეხება თუ არა დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს - პარლამენტში დღეს კანონზე იმსჯელებენ
მოუწევს თუ არა ივანიშვილს პოლიტიკიდან რეალურად წასვლა - პარლამენტში დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმსჯელებენ.
პროექტით, რომელიც "ოცნებამ" მოამზადა, მმართველი პარტია ევროკავშრიის ნების წინააღმდეგ მიდის. ბრიუსელი კონკრეტულად დეივანიშვილიზაციას ითხოვს, მმართველი პარტია კი ივანიშვილის გარდა ოლიგარქად ყველას აცხადებს.
ხელსუფლება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინულიდან გადმოკოპირებას გეგმავს, თუმცა პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული კანონის არცერთი პუნქტი არაფორმალურ მმართველს არ შეეხება.
უკრაინულ მოდელს ქვს მოწონება ევროპარლამენტის მხრიდან და ფაქტია ისიც, რომ უკრაინის შემთხვევაში მას ამ კნანის იმპლემენტაციის ვალდებულება მისცა და ისიც ფაქტია, რომ საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ მიდის ოლიგარქების ომი სუბიექტური ინტერესების გამო. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენ ამ ვალდებულების შესრულების დროს და ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის შიში ამ კანონის მიმართ, ეს არის ბუნებრივი, იმიტომ, რომ ეს პარტია დგას ზუსტად ოლიგარქების კრიმინალურ ფულზე, - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი ინათამიშვილი.
ოპოზიციაში კი თანხმდებიან, რომ უკრაინული კანონი ქართულ რეალობასთან შესაბამისობაში არ მოდის. ისინი ალტერნატიულ კანონტანდ აკავშირებით უკვე მუშაობენ, თუმცა ერთიანი შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს.
არ წარმომიდგენია დეოლიგარქიზაციაზე შინაარსობრივად გამართული კანონპროექტი, რომელიც არ შეეხება ბიძნა ივანიშვილს, რომელიც პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში და მართავს პროცესებს და ჩრდილოვან მმართელს უწოდებენ მას. ჯგუფი, რომელიც ოპოზიციაშ მუშაობს დეოლიგარქიზაციის კანონზე, აგრძელებს მუშაობას. შეთანხმება მიღწეული არ არის, არის დეტალები, რაზეც ვერ თანხმდება ოპოზიცია, რაც ნორმალურია, ვფიქრობ, მაგრამ ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდება ოპოზიციის მხრიდან, - ამბობს "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.