ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულ ექიმს პაციენტის სანახავად არ უშვებენ - სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

03.10.22 13:54
ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებულ ექიმს პაციენტის სანახავად არ უშვებენ - სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

ორ საათზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ ადვოკატს ხვდება. უცხოელ იურისტს  საქართველოს კანონმდებლობით  სასამართლოზე  გამოსვლის უფლება არ ექნება, ამიტომ ის პრეზიდენტის პროცესზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით წარსდგება.

შტატებიდან ჩამოსული ადვოკატი, მასიმო დანჯელი, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს უფლებას ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეანტ ჯეიმ კობის, რათა მან სააკაშვილი საავადმყოფოში მოინახულოს.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აშშ-ის, უკრაინის საელჩოსთან, გვყავს ექიმი ჯეიმ კობი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, რომელიც აქ არის და ელოდება სააკაშვილის ნახვას, ჯერ არ გვაქვს უფლება, რომ ის შემოვიდეს მესამე პრეზიდენტის სანახავად. 

საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ჩვენ გვყავს ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული ექიმი პაციენტის სანახავად და მას არ უშვებენ.

ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის, რომ სააკაშვილი მოინახულოს. დღეს ამ პროცესის დასაჩქარებლად აშშ-ისა და უკრაინის საელჩოებთან ვსაუბრობთ. - აცხადებს ადვოკატი მასიმო დანჯელი.

მსგავსი სიახლეები