ვინ არის ოლიგარქი - ოპოზიცია კანონში კონკრეტული განსაზღვრების შეტანას ითხოვს

03.10.22 13:36
ვინ არის ოლიგარქი - ოპოზიცია კანონში კონკრეტული განსაზღვრების შეტანას ითხოვს

ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში იმ განსაზღვრების შეტანას ითხოვს, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოლიგარქად ითვლება ადამიანი, რომელსაც ჭარბი ფინანსები აქვს, მისი კომპანიის თანამშრომლები კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობებს იკავებენ.

არსებობს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ერთადერთი მოცემულობა, რომელიც შეიძლება რაიმე კანონში იყოს. ეს არის, პირველი, ჭარბი ფინანსები და მეორე, შენი კომპანიის თანამშრომლები პოლიტიკურ თანამდებობებზე. ამას აკმაყოფილებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. და დღეს, როესაც „ქართული ოცნება“ აინიცირებს იმ კანონს, რომელსაც აინიცირებს, აინიცირებს იმისთვის, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო დავშორდებით ევროკავშირს, - თქვა ვაშაძემ. 
 

ამავე აზრს იზიარებს პარტია "საქარტველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი. მისი თქმით, აღნიშნული აუცილებელი კრიტერიუმის გარეშე დეოლიოგარქიზაციის შესახებ კანონს შინაარსი ეკარგება. დაუშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ევროაპრალემნტსირ ეზოლუციაში ერთადერთ ოლიგარქად სწორედ ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. 

თუ პირთან დაკავშირებუალი სხვა პირები, პირდაპირ ან არა პირდაპირ დაკავშირებული, მონაწილეობენ პოლიტიკაში, იღებენ გადაწყვეტილებებს ანუ არიან დანიშნული სახელმწიფო თანამდებობებზე, აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ეს პირი მონაწილეობს თუ არა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეორე მხრივ, არის თუ არა ოლიგარქი. ეს არის აუცილებელი კრიტერიუმი. ამ კრიტერიუმის გარეშე და იმ კრიტიერიუმებით, რომელიც „ოცნებას“ აქვს შემოთავაზებული, უბრალოდ შინაარსი არ ექნება ამ კანონის მიღებას. რაც არ უნდა გვიძახოს ოლიგარქებზე თავისი ვერსიები, რამდენიც არ უნდა შემოგვთავაზონ, მოცემულობა არის ის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბატონი ივანიშვილი არის მოხსენიებული როგორც ერთადერთი ოლიგარქი, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

 პარლამენტში დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმსჯელებენ. 

პროექტით, რომელიც  "ოცნებამ" მოამზადა,  მმართველი პარტია ევროკავშრიის ნების წინააღმდეგ მიდის. ბრიუსელი კონკრეტულად დეივანიშვილიზაციას ითხოვს,  მმართველი პარტია კი ივანიშვილის გარდა ოლიგარქად ყველას აცხადებს. 

ხელსუფლება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინულიდან გადმოკოპირებას გეგმავს, თუმცა პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული კანონის არცერთი პუნქტი არაფორმალურ მმართველს არ შეეხება.

მსგავსი სიახლეები