დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ივანიშვილზე ვერ გავრცელდება - ოხანაშვილი

03.10.22 13:47
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ივანიშვილზე ვერ გავრცელდება - ოხანაშვილი

ხელისუფლება ისევ ირმწუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარე ანრი ოხანაშვილი პირდაპრ ამბობს, რომ სამი კრიტერიუმი, რომელიც კანონში შევა, ივანიშვილის ოლიგარქობას ვერ უზრუნველყოფს. მისი თქმით, აღნიშნულ კრიტერიუმებს ზედმიწენით კეზერაშვილი და სხვა ოლიგაქრები აკმაყოფილებენ. 

ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქტა სიაში. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ამ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც მიჩნეული შეიძლება იქნენ ოლიგარქებად, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 პარლამენტში დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმსჯელებენ. 

პროექტით, რომელიც  "ოცნებამ" მოამზადა,  მმართველი პარტია ევროკავშრიის ნების წინააღმდეგ მიდის. ბრიუსელი კონკრეტულად დეივანიშვილიზაციას ითხოვს,  მმართველი პარტია კი ივანიშვილის გარდა ოლიგარქად ყველას აცხადებს. 

ოპოზიცია კი კანონში იმ განსაზღრვრების შეტანას ითხოვს, რომლის თანახმადაც ოლიგარქი სწორედ ბიძნა ივანიშვილია. 

 

მსგავსი სიახლეები