ადვოკატი ამერიკელი ექიმის სააკაშვილთან შეყვანას ომბუდსმენს სთხოვს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს დახმარების თხოვნით მიმართავს, რომ ნინო ლომჯარია მესამე პრეზიდენტთან ამერიკელი ექიმის შეშვებაში დაეხმაროს.
ნობელის პრემიის ლაურეანტ ჯეიმს კობის ჯანდაცვის სამინისტრო ,,ვივა მედში" შესვლისა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევის უფლებას არ აძლევს. ნინო ლომჯარიას შეუძლია, შტატებიდან ჩამოსულ ექსპერტს მანდატი მისცეს.
სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკვე 2 დღეა, საქართველოში იმყოფება ამერიკელი ორთოპედი, ქირურგი, ჯეიმს კობი, რომელიც უშედეგოდ ცდილობს მესამე პრეზიდნტის ნახვას, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მისი დოკუმენტი დაახერვეზა.
ჩვენ ვითხოვთ, ნინო ლომჯარია დაეხმაროს მსოფლიოში აღიარებული N 1 ექსპერტს, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები და მოახერხოს მისი შეყვანა კლინიკა ,,ვივა მედში", რათა მან მოახერხოს პაციენტის გასინჯვა.
ჩვენ შეგვეძლო, კიდევ გაგვეგრძელებინა მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, მაგრამ ეს მოითხოვდა კიდევ 2-3 კვირიან ვადას. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ ბოლო დღეებში საგრძნობლად დამძიმდა, მათ შორის, იმ მართულებითაც, რა პროფილით ბატონი კობი არის ჩამოსული - განაცხადა ადვოკატმა.
შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნული განცხადება რამოდენიმე საათია, რაც გაავრცელა, თუმცა მასზე რეაგირება ჯერ მომხდარა სახალხო დამცველის ოფისის მხრიდან. არ არის გამორიცხული, დღის ბოლომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიამ გადაწყვეტილება და პასუხი გაავრცელოს.