ნებისმიერ თამამდებობის პირს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საქმეზე, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს - გოგაშვილის ადვოკატი

03.10.22 15:14
ნებისმიერ თამამდებობის პირს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საქმეზე, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს - გოგაშვილის ადვოკატი

"ის ინფორმაცია, რომელიც იოსებ გოგაშვილმა გამომძიებლებს მიაწოდა, თანხვედრაშია საჯაროდ გავრცელებულ წერილთან"- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი ხელმძღვვანელის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რითაც აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე "შაბათის ეთერში" გასულ ხმაურიან ჟურნალისტურ გამოძიებას გამეოხმაურა. 

ადვოკატი აცხადებს, რომ გოგაშვილმა ჟურნალისტის გატაცების საქმეზე პროკურატურას ჩვენება ორი კვირის წინ მისცა. მისი თქმით, სანამ გამოძიება დასრულდება, კონკრეტულ მაღალჩინოსნებს უფლება-მოსილება უნდა შეუჩერდეთ. 

გარკვეული სახელი და გვარები იოსებ გოგაშვილმა დააფიქსირა ჩვენებაში და ეს რა ტქმა უნდა იციან კონკრეტულმა გამომძიებელმა და პროკურორებმა. თუკი კონკრეტულ ჩინოვნიკს, თაამდებობის პირს, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, არ აქვს მნიშვნელობა სახელებსა და გვარებს, სტატუსს, უნდა მოხდეს უფლება-მოსილების შეჩერება, სანამ არ მოხდება საქმეზე გადაწყვეტილების მიღება"- ამბობს ადვოკატი. 

გატაცებიდან 5 წლის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ "შაბათის ეთერთან" ის ადამიანები ამოიცნო, ვინც ის თბილისიდან გაიტაცა და აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცა. 

გამოძიბელემა ჟურნალისტებმა საიდუმლო სპეროციაშიი მონაწილე ოთხი გვარი დაადგინეს, აქიდან  მინიმუმ ორი სუსის მოქმედი თანამშრომელია, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმილის რეჟიმშია გადასული.

აზერბაიჯანემლა ჟურნალისტმა ერთი გამტაცებელი "შაბათის ეთერთან" ამოიცნო. ჟურნალისტმა ხელი კონტრდაზვერვის უფროსს გიორგი ტრაპაიძეს დაადო.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მარნეულიდან უნდა გაეტაცებინათ, სპეცოპერაციის ჩატარება კი ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსს ოთარ კუპრაშვილს დაავალა, თუმცა სუს-ის მაღალჩინოსანმა გეგმას გადაუხვია და ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს და ბევრი კვალიც დატოვეს. 

 

მსგავსი სიახლეები