კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოპოზიცია ქართულ რეალობაზე მორგებული კანონის მიღებას ითხოვს

03.10.22 15:31
კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - ოპოზიცია ქართულ რეალობაზე მორგებული კანონის მიღებას ითხოვს

დაინიცირდება თუ არა საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული ვარიანტი - ოპოზიცია აღნიშნულის წინააღმდეგია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში უკრაინისგან განსხვავებული ვითარებაა. მათი თქმით, უკრაინას დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავს და უკრაინელი ოლიგარქები ქვეყნის ხელმძღვანელ პირებზე გავლენას ვერ ახდენენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპოზიცია ქართულ რეალობაზე მორგებული კანონის მიღებას ითხოვს. ისინი კანონშ იმპუნქტის შეტანას ითხოვენ, რომლის ტანახმადაც ოლიგაქრის არის ადამიანი, რომელტან დაახლოებული პირებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობებზე არიან.

საქართველოში ოლიგარქი სახეზე გყავს. ოლიგარქიულია პარტია სახეზეა, მაშნ, როდესაც უკრაინაშ ანალოგიური პრობლემები არ გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენ ჩვენეული ვერსია უდნა შევთავაზოთ საზოგადოებას. კონკრეტული კანონპროექტიდ ამუშავების პროცესშია და უახლოეს პერიოდშ წარდგება პარლამენტის წინაშე. ჩვენს რეალობაში ოლიგარქი არის ის პიროვნება, რომელსაც აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური ზეგავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. პოლიტიკურ ზეგავლენაშ იგულისხმება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, მის საქმიანობაშ მონაწილეობა, ასევე მასტან აფილირებული, დაკავშირებეული პირების დანიშვნა ან თანამდებობაზე ყოფნა ყოფნა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებზე. შეიძლება კონკრეტული ერთპარტიულ ოლიგაქრიულ მმართველობად ჩამოყალიბდეს და ამის პრევენცია უნდა შევთავაზოთ ჩვენ კანონპროექტში, - ამბოლბს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

 პარლამენტში დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმსჯელებენ. 

პროექტით, რომელიც  "ოცნებამ" მოამზადა,  მმართველი პარტია ევროკავშრიის ნების წინააღმდეგ მიდის. ბრიუსელი კონკრეტულად დეივანიშვილიზაციას ითხოვს,  მმართველი პარტია კი ივანიშვილის გარდა ოლიგარქად ყველას აცხადებს. 

ოპოზიცია კი კანონში იმ განსაზღრვრების შეტანას ითხოვს, რომლის თანახმადაც ოლიგარქი სწორედ ბიძნა ივანიშვილია. 

მსგავსი სიახლეები