ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

03.10.22 15:39
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო - ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შესაბამის ბრძანებას ხელინ უკვე მოაწერა. 

დოკუმენტის მიხედვით, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში გამოძახებას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციასა და დე ფაქტო რაიონის გამგეობებს უზრუნველყონ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაევალათ.

მსგავსი სიახლეები