"ოცნება" ანტიდასვლურ ჯგუფს აძლიერებს - კიდევ ვინ უერთდება აშშ-ს მაგინებელთა მოძრაობას
"ქართული ოცნება" ანტიდასვლურ ჯგუფს აძლიერებს. ამერიკის მაგინებელთა პარტიას მმართველი გუნდის რიგებიდან რიგებიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატი უერთდება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ სოზარ სუბარმა გააკეთა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ამავე დაჯგუფებაში თავს ოლიგარქის მცველი უსტატუსო, თუმცა ე.წ. ექსპერტი მოქლაქეები იყრიან.
მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მშვიდობა, რაც საქართველოსთვის სტაბილური განვითარების პერსპექტივი შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაიცვას ის ღირებულებები, რომლებსაც ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება და რომლებიც ქართული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
მიგვაჩნია, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ქართული და საერთაშორისო პოლიტიკის კულისებშ მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალამ ჩვენი ქვეყანა საფრთხეებისგან დაიცვას.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დავაფუძნეთ რამდენიმე პარლამენტარმა, თუმცა მოძრაობის შემაგდნელობა მალევე გაფართოვდა და პირველივე ეტაპზე ამს შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები სხვადასხვა რეგიონებიდან.
დღეს საზოგადოებსა გვინდა გავაცნოთ მოძრაობის კიდევ უფრო გაფართოვებული შემადგენლობა, რომელშიც წარმოდგენილნი არიან როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ექსპერტული წრეების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები.
პირველ რიგშ, აღვნიშნავთ, რომ ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.
მთლიანობაშ ჩვენი მოძრაობა პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნებით მესამე პოლიტიკური ჯგუფი.
გარდა ამისა, საზოგადოებრივ მოძრაობას შემოუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები: თამთა მეგელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და ივანე შაიშმელაშვილი, - განაცხად სუბარმა.
ამასთან, ივანიშვილის დაჯგუფების ინფორმაციით, მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პოსტ ტვ"-ის წილების 52% შეიძინა.
დასასრულს, საზპოგადოებას გვინდა ვაცნობოთ კიედვ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რაზეც მინიშნებებით გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტრორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია პოსტ ტვ -ის წილების 52%, - განაცხადა სოზარ სუბარმა.