როგორ უნდა მოსთხოვო ჯარისკაცს სამშობლოს დაცვა, რომელიც მთელი ღამე თვითმკვლელობაზე ფიქრობს - მოსამართლე

23.04.21 14:00
როგორ უნდა მოსთხოვო ჯარისკაცს სამშობლოს დაცვა, რომელიც მთელი ღამე თვითმკვლელობაზე ფიქრობს - მოსამართლე

ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულებს, გიორგი ბიჩინაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს, პატიმრობა შეეფარდა.

„ნამდვილად არ მეგონა, რომ მსგავსი ფაქტი ქართულ ჯარში შეიძლებოდა მომხდარიყო“ - თქვა სასამართლო პროცესზე მოსამართლე რომან ხორავამ.

მსგავრი რამ ქართულ ჯარში სინამდვილეში თუ შეიძლება ყოფილიყო, ნამდვილად არ მეგონა. როგორ უნდა მოსთხოვო ჯარისკაცს სამშობლოს დაცვა, რომელიც მთელი ღამე თვითმკვლელობაზე ფიქრობს  - თქვა მოსამართლემ. 

დღეს გაირკვა, რომ დაზარალებულმა წვევამდელებმა მათზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადეს. 

შსს-ს  თანამშრომლებს, დავით დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს, გამოძიება ჯარისკაცების მიმართ  არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით,  აღნიშნული პირები წვევამდელებს აკრძალული მეთოდებით სჯიდნენ, მათ ყაზარმებსა და საპირფარეშოებს კბილის ჯაგრისით ახეხინებდნენ. ირკვევა, რომ ძალადობა ჯარისაკაცებზე სისტემატურად გრძელდებოდა. საქმეში ფიგურირებს ვიდეო კადრებიც და ფოტომასალა, რომელიც ბრალდებულების ტელეფონიდან ამოიღეს.