ნიკა გვარმიას საქმე - სააპელაციო სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება

04.10.22 12:01
ნიკა გვარმიას საქმე - სააპელაციო სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება

სააპელაციო სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადება. ნიკა გვარმიას საქმე დასკვნით ეტაპზეა. მოსამართლეთა კოლეგია დღეს პროკურორების და ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს, შემდეგ კი გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

დიმიტრი საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლოს პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება.

ნიკა გვარამიას უფლებადამცველი ამბობს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გათავისუფლება გავლენას ახდენს ქვეყნის ევროპულ მომავალზეც. 

"ნათელია, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია. უპირველეს ყოვლისა, ეს ნათელია, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის დასავლეთში, განსაკუთრებით ევროკავშირსა და აშშ-ს ვგულისხმობ.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოს მოუწევს პოლიტიკური წნეხის ქვეშ გადაწყვეტილების მიღება უბრალოდ, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ისინი არ წყვეტენ მხოლოდ ერთი ადამიანის თავისუფლების ბედს, არამედ მათი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ამ ქვეყნის თავისუფლებასა და ევროპულ მომავალზე, შესაბამისად, მათი სახელი დარჩება ისტორიას, ხოლო თუ როგორ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

 

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".  

მსგავსი სიახლეები