ანტიამერიკული ფლანგის ახალი პერსონაჟები - რა დარჩათ სათქმელი მდუმარე დეპუტატებს
მდუმარე დეპუტატები, რომლებიც დღეს მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდნენ, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილები არიან. დეპუტატებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სათქმელი ბევრი აქვთ, სხდომათა დარბაზში ტრიბუნა თითქმის არასდროს გამოუყენებიათ.
25 კაცისგან შემდგარ მოძრაობის წევრს ღრმად სჯერათ, რომ ქვეყანა ომში ცათრევისგან არის გადასარჩენი და მისიაც ამაში მდგომარეობს.
"პირველებმა" ასევე დეპუტატებს დაუსვა კითხვა, რატომ არასდროს უსაბრიათ ტრიბუნიდან.
არ ვსაუბრობდი საინდან? ტრიბუნიდან? სხდომათა დარბაზში რატომ უნდა მესაუბრა? არსებობს სხვა ადგილები, სადაც ეს აქტივობა შეიძლება. თქვენ თუ თვლით, რომ იქ მაგიდებზე ხტომა არის აქტივობა, კი, ბატონო... ეს თუ საზოგაოდების დაკვეთა იქნება, ვეცდები, - ამბობს ზაალ მიქელაძე.
"პირველების" ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფის ინტერესებს "ქართული ოცნების" ყოფილი იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი კურირებს, თუმცა ამის გასაჯაროვება "ოცნების" ყოფილ დეპუტატებს არ სურთ.
ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც "პოსტ ტვ"-ის წილების 52% შეიძინა, ამტკიცებს, რომ მას კურირებას ვერავინ გაუწევს.
შევიძინე საკონტროლო პაკეტი და მინდა ამ ბიზნესში მოვსინჯო ჩემი თავი. ლაშა ნაცვლიშვილი არ მინახავს ალბათ დიდი ხანია. შენ როგორ წარმოგიდგენია? მე ის ადამიანი ვარ, რომ მე ვინმე კურირებდეს? რისი საქმის კურსშიც ვარ, იმაზე ვისაუბრებ, - ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე.
"ქართული ოცნება" ანტიდასვლურ ჯგუფს აძლიერებს. ამერიკის მაგინებელთა პარტიას მმართველი გუნდის რიგებიდან რიგებიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატი უერთდება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ სოზარ სუბარმა გააკეთა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ამავე დაჯგუფებაში თავს ოლიგარქის მცველი უსტატუსო, თუმცა ე.წ. ექსპერტი მოქლაქეები იყრიან.