პარლამენტმა შესაძლოა, დეოლიგაქიზაციის კანონი საერთოდ აღარ მიიღოს - კობახიძის ულტიმატუმი ოპოზიციას

04.10.22 13:36
პარლამენტმა შესაძლოა, დეოლიგაქიზაციის კანონი საერთოდ აღარ მიიღოს - კობახიძის ულტიმატუმი ოპოზიციას

პარლამენტმა შესაძლოა დეოლიგაქიზაციის კანონი საერთოდ აღარ მიიღოს - ულტიმატუმი ოპოზიციას დღეს ირაკლი კობახიძემ წაუყენა. 

მისი თქმით, თუ ხელისუფლების ოპონენტები "ქართული ოცნების" შეთავაზებულ კანონს მხარს არ დაუჭერენ, მაშინ უმრავლესობა დეოლიგაქიზაციის კანონს საერთოდ არ მიიღებს. 

"ეს კანონი არ შეეხება ივანიშვილს, მაგრამ შეეხება დავით კეზერაშვილს, რომელიც ერევა პოლიტიკაში" თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ. 

"უკრაინული კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსზე არ იყო მორგებული, გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მანაც მოიწონა და შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიციას. თუმცა მაშინვე წამოვიდა წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო მათ ნახეს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეხება მათ არაერთ წარმომადგენელს, მათ არაერთ ლიდერს, მათ შორის, პირველ რიგში კეზერაშვილს, რომელიც მედიამფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ფორმით.

ცოტა ღიმილის მომგვრელია,  გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც მორგებული იქნება ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში.  ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული,“ - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები