პარლამენტში მაგიდებზე ხტომა აქტივობა არ არის, სხდომათა დარბაზში რაზე უნდა მესაუბრა? - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი

04.10.22 13:37
პარლამენტში მაგიდებზე ხტომა აქტივობა არ არის, სხდომათა დარბაზში რაზე უნდა მესაუბრა? - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი

დეპუტატი ზაალ მიქელაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ანტიამერიკულ ფლანგს შეუერთდა, ამბობს, რომ პარლამენტში პრობლემებზე საუბარი მნიშველოვნად არ მიაჩნია. მისი თქმით, სხდომათა დარბაზში "მაგიდებზე ხტომა" აქტივობა არ არის და ამისთვის სხვა ადგილებიც არსებობს. 

არ ვსაუბრობდი საიდან? ტრიბუნიდან? სხდომათა დარბაზში რატომ უნდა მესაუბრა? არსებობს სხვა ადგილები, სადაც ეს აქტივობა შეიძლება. თქვენ თუ თვლით, რომ იქ მაგიდებზე ხტომა არის  აქტივობა, კი, ბატონო... ეს თუ საზოგაოდების დაკვეთა იქნება, ვეცდები, - ამბობს მიქელაძე. 

"ქართული ოცნება" ანტიდასვლურ ჯგუფს აძლიერებს. ამერიკის მაგინებელთა პარტიას მმართველი გუნდის რიგებიდან  რიგებიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატი უერთდება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ სოზარ სუბარმა გააკეთა.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ამავე დაჯგუფებაში თავს  ოლიგარქის მცველი უსტატუსო, თუმცა ე.წ. ექსპერტი მოქლაქეები იყრიან.

 

მსგავსი სიახლეები