რადიკალურ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ ოქტომბერში ვითარება არიოს - ირაკლი კობახიძე

04.10.22 13:46
რადიკალურ ოპოზიციას  დიდი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ ოქტომბერში ვითარება არიოს - ირაკლი კობახიძე

"რადიკალურ ოპოზიციას  დიდი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ ოქტომბერში ვითარება არიოს" - ამის შესახებ განცხადება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. 

რადიკალურმა ოპოზიციამ რესურსები ამოწურა, თვითონვე გახდნენ იმ პროცესების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ. აქედან გამომდინარე, მაინც და მაინც დიდი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ ოქტომბერში არიონ ვითარება. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. ისინი დღეს დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გამო ებრძვიან ერთმანეთს. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე,"- განაცხადა კობახიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები