"ღირებულებათა ნაწილში არსებითი განსხვავება არ გვაქვს" - კობახიძე ანტიამერიკულ მოძრაობაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ანტიმაერიკულ დაჯგუფებასა და მმართველ გუნდს საერთო ღირებულებები აქვთ. მისი თქმით, ტაქტიკური შეუთანხმებლობა მათ შორის, მხოლოდ სიმართლის დოზირებასთან და ინფორმაციის მიწოდების ფორმასთან დაკავშირებით აქვთ.
ჩვენ გვაქვს ტაქტიკური შეუთანხმებლობა იმასთან დაკაავშირებით თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ღირებულებათა ნაწილს, აქ რაიმე არსებითი განსხვავება ჩვენს შორის არ არის და სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიუხედავად გაყოფისა, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. გვაქვს მათგან მოსმენილი საერთო პოზიცია იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ, მათ შორის, ეს ეხება 12 პუნქტის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს, - თქვა კობახიძემ.
"ქართული ოცნება" ანტიდასვლურ ჯგუფს აძლიერებს. ამერიკის მაგინებელთა პარტიას მმართველი გუნდის რიგებიდან რიგებიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატი უერთდება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ სოზარ სუბარმა გააკეთა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ამავე დაჯგუფებაში თავს ოლიგარქის მცველი უსტატუსო, თუმცა ე.წ. ექსპერტი მოქლაქეები იყრიან.