ამერიკის მაგინებელთა გუნდში გადასულმა დეპუტატმა "პოსტ ტვ" შეიძინა - რას ამბობს კობახიძე
"პირველებმა" "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს კითხვა ვიქტორ ჯაფარიძის მიერ "პოსტ ტვ"-ის წილის შეძენასთან დაკავშირებით დაუსვა. საუბარია იმაზე, რომ კანონი დეპუტატს მედიის ფლობას უკრძალავს.
კობახიძის თქმით, კონსტიტუციას გადახედავს და ამის შემდეგ გადაწყდება დატოვებს თუ არა ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს.
კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტის წევრს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია, ფლობდეს წილებს... არ ვიცი, დანარჩენს გავერკვევით, - განაცხად კობახიძემ.
"ქართული ოცნება" ანტიდასვლურ ჯგუფს აძლიერებს. ამერიკის მაგინებელთა პარტიას მმართველი გუნდის რიგებიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატი უერთდება. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ სოზარ სუბარმა გააკეთა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ამავე დაჯგუფებაში თავს ოლიგარქის მცველი უსტატუსო, თუმცა ე.წ. ექსპერტი მოქლაქეები იყრიან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ "ხალხის ძალას" შეუერთდა ბიზნესმენი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ "პოსტვ ტვ"-ის წილების 52% შეიძინა.