სასამართლო დარბაზის ნაცვლად კლინიკის პალატა - სააკაშვილის პროცესი "ვივა მედში" იმართება
სასმართლო პროცესი საავადმყოფოს პალატაში - მიხიელ სააკაშვილის საქმის განხილვა სამსართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო. საქმე საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. სხდომა სასამართლო დარბაზის ნაცვლად კლინიკაში მიმდინარეობს. "ვივამედში " რამდნმე წუთის წინ მოსმაართლე ,პროკურორი და სააკაშვილის ადვოკატები მივიდნენ.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ექპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის და მას პროცესში მონაწილეობა შეუძლია.
ბრალდებულ სააკაშვილს არაერთხელ შეეთავაზა ჩვენების მიცემა, რომელიც, რა ტქმა უნდა, მისი უფლებაა და ადვოკატების მხრიდან გვქონდა პოზიცია, რომ მას სურს ჩვენების მიცემა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი იქნა ექიმის ცნობა, რომლის მიხედვიტაც ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილ შეუძლია ჩვენების მიცემა თუ რა თქმა უნდა, ამის უფლება იქნება. აქედან გამომდინარე, ვიშუამდგომლეთ დასკვნით სხდომაშ მონაწილეობა და დააკმაყოფილა მოსამართლემ, - განაცხდაა პროკურორმა.
საწინააღმდგეოს აცხადებენ ადვოკატები. ინტერესების დამცველმა ასევე დააყენა შუამდგომლობა,რ ომ სხდომას მედიის წარმოადგენლებიც დასწრებოდნენ, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კლინიკა „ვივა მედზე“, ჩემი ინფორმაციით, არიან ძალიან დიდი წნეხი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეეფასებინათ დადებითად. მათ ამას ვერ მიაღწიეს და ახლა, ბუნებრივია, შეეცდებიან დრევანდელი წერლის თარგმნას საზოგადოებისთვის იმდაგვარად, რომ სააკაშილი კარგად არის, ეს ასე არ არის. სააკაშვილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და არ არსბეობს არცერთი დოკუმენტი, სადაც სამკურნალო დაწესებულება ამბობს, რომ მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. ეს სასამართლო შემდგენლობა, ქალბატონი ნინო ცახნაშილი ფორსირებულ რეჟიმში ცდილობს ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის პროცესები და სასწრაფოდ დააყენოს ის გადაყწვეტილება და შეასრულოს ის დავალება, რაც მას მიღებული აქვს სასამართლო კლანის მეშვეობით, - ამბობს შოთა თუთბერიძე.
"პირველებმა" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით იფორმაციის გადამოწმება კლინიკა "ვივა მედის" დირექტორთან სცადა, თუმცა ის მედიის შეკითხვას გაექცა.
არსებული ინფორმაციით, სხდომის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა ექიმი მოითხოვა, რაც დიდი ალბათობით, იმაზე მიანიშნებს, რომ სხდომა არ ჩატარდება.
პარალელერად, კლინიკის მისაღებში რამდენიმე საათია სააკაშვილთან შეხვედრას ამერიკიდან ჩამოსული ნევროლოგი ელოდება. მას ექსპერტიზის პროცესი უნდა დაეწყო, თუმცა სააკაშვილთან შესვლას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.