კითხვები სოსო გოგაშვილის გარშემო გადვისვეს! - გამოკითხვების სერია სუს-ის გენერალურ ინსპექციაში
გამოკითხვების სერია სუს-ის გენერალურ ინსპექციაში - გამომძიებლებმა "სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანამშრომლები გამოკითხეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან კითხვები გამომძიებლებს უწყებიდან გამოტანილ ფაილებთან დაკავშირებით აქვთ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და ფიგურანტები არ საუბრობენ, თუმცა "ტვ პირველი " ინფორმაციით, საქმე არჩევნების გაყალბების სქემას ეხება.
გამოკითხვიდან გამოსული თანამშრომლები ამბობენ, რომ საუბრის ძირითადი თემა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილთან ნაცნობობა იყო.
გამომძიებლებს აინტერესებდათ, იცნობდა თუ არა ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო გოგაშვილს და რა ურთიერთობა ჰქონდათ პირადად მათ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან.
თავად გიორგი ყუფარაძე "ტვ პირველთან" არ გამორიცხავს, რომ სუს-მა მას ბრალი წაუყენოს, რადგან მისი თქმით, ორგანიზაცია პოლიციელთა გადაცდომის შესახებ ახალ კვლევას ამზადებს.
პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს ყველაფერი ემთხვევა სოსო გოგაშვილის თემას. რადგან სოსო გოგაშვილის მეგობარი ვარ და განცხადებებიც იყო გაკეთებული, რომ სამეგობრო წრეს პრობლემებს შეუქმნიან, ამას ვუკავშირებ მე ამ გააქტიურებას.
ამასთან ჩვენ ვმუშაობთ ერთ თემაზე, სადაც შსს-ს მაღალჩინოსნები იკვეთებიან და ამიტომაც მაფერხებენ. სავარაუდოდ, რაღაცას შეკერავენ და ბრალს წამიყენებებ, თუმცა მათ ასე არ დავტოვებ"- აცხადებს ყუფარაძე.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში სპეცოპერაცია დაახლოებით ერთი წლის წინ ჩატარდა. სუსმა ორგანიზაციის ოფისში და თანამშრომლების სახლში ჩხრეკა ერთდროულად ჩაატარა. ამოიღეს ტექნიკა ,ორგანიზაციის დოკმენტები და თანამშრომლების მობილური ტელეფონები.
ლილუაშვილის უწყება საქმეს 320-ე „სახელმწიფო საიდუმლოების გათქმის მუხლით იძიებს“ და ამბობს, რომ გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.