მდინარაძის მტკიცებით, "წასულებმა" პირობა დადეს, რომ პოლიტიკურ კრიზისს არ შექმნიან

04.10.22 15:58
მდინარაძის მტკიცებით, "წასულებმა" პირობა დადეს, რომ პოლიტიკურ კრიზისს არ შექმნიან

5 დეპუტატის მიერ "ქართული ოცნებიდან" წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, "ოცნებაში" აღიარებენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში "წასულების" სრული მხარდაჭერა დასჭირდებათ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ხალხის ძალასთან" თანამშრომლობა ახლა ხელისუფლების პრიორიტეტია, იმისთვის, რომ დეპუტატებმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირონ. 

მამუკა მდინარაძე კი ამტკიცებს, რომ "წასულები" ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ვერ შექმნიან და ეს პირობა მათ გუშინ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ სხდომაზე დადეს. 

"მათ გარეშე ჩვენ უმრავლესობა არ გვაქვს. აქიდან გამომდინარე, ხუმრობით რომ ვთქვათ, მათი დახმარება, მათი გვერდით დგომა დაგვჭირდება იმ ამბავში, რომ საქართველოში არ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისის მაგვარი. 100%-იანი გარანტიით, ჩვენ მათგან ამას არ ველოდებით, რადგან ეს იყო მათი პირობა და ამ დაპირებებში ეჭვი არ გვეპარება"- თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მსგავსი სიახლეები