ბავშვთა ტრეფიკინგი თბილისში - მოზარდის დეიდამ თვითმკვლელობა სცადა

23.04.21 17:10
ბავშვთა ტრეფიკინგი თბილისში - მოზარდის დეიდამ თვითმკვლელობა სცადა

არასრულწლოვანების წამების სასტიკი მეთოდები - იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც 46 წლის კაცი საკუთარ არასრულწლოვან ნათესავებს  სცემდა და  შრომით ტრეფიკინგს აიძულებდა, ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. არასრულწლოვნების დედა მოზარდების  ბავშვთა სახლში გადაყვანაზე კატეგორიულ  უარზეა. 

"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, დაკავებულის ცოლმა თვითდაზიანებები მიიყენა. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

დაკავებულის ნათესავები ცემის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავენ: 

ჩხუბობდა მხოლოდ სისუფთავის გამო. ჩხუბობდა იმიტომ, რომ მოტოთი დადიოდა. შეიძლება, ყვიროდა, მაგრამ ცემით არ სცემდა"- ამბობს ბრალდებულის ოჯახის წევრი.

ტრეფიკინგის და ძალადობის ბრალდებით დააკავებულ 46 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინეს. 

საქმის მასალების თანახმად, დაკავებული  მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნისა და წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა. შეგროვებულ თანხას კი ძალის გამოყენებით   მისთვის გადაცემას აიძულებდა, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მამაკაცი 2 წლის განმავლობაში აიძულებდა მოზარდებს, მოწყალება ეთხოვათ და ნივთები გაეყიდათ, შეგროვებულ ფულს კი სრულად ართმევდა მათ. 

 

მსგავსი სიახლეები