ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, ეს გამოიწვია, პირველ რიგში, პანდემიამ - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფლაცია მსოფლიოს გამოწვევაა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროდუქციის გაძვირება პირველ რიგში, პანდემიამ გამოიწვია:
ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა. ეს გამოიწვია, პირველ რიგში, პანდემიამ. მაშინ გაჩერებული იყო, ლოკდაუნი იყო მთელ მსოფლიოში თითქმის და ამის შემდეგ რომ გაიხსნა ეკონომიკა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პანდემია. ამას დაემატა უკვე ეს უბედურება, ომი, რაც მიმდინარეობს უკრაინაში.
საქსტატის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.