ოპოზიცია ვერ პატიობს ივანიშვილს, რომ დაასრულა დიქტატურა - ირაკლი ღარიბაშვილი

04.10.22 18:47
ოპოზიცია ვერ პატიობს ივანიშვილს, რომ დაასრულა დიქტატურა - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიცით. რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც მოწონებულია ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ"- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილი, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილს მოარგოს, გასაგებია: 

"ოპოზიციის მთავარი სურვილი გასაგებია, ვერ პატიობენ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა და ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის პირველ ოქტომბერს.

მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან, დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო, საგარეო პოლიტიკა, ყველა ის მიღწევა რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე, თუ ნატოს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება ქართულ ოცნებას. იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ეს არის შედეგები"- განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები