ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების და მუშახელის პრობლემაა

04.10.22 18:54
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების და მუშახელის პრობლემაა

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში  "კვალიფიციური კადრების და ზოგადად, მუშახელის პრობლემაა". როგორც პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ საქართველოში მუშახელს ვერ შოულობენ: 

შრომისუნარიანი, მოტივირებული ხალხი გვჭირდება, რომ მივმართოთ ბიზნესსში, ეს არის გამოკვეთილი პრობლემა. ამ მხრივ მთავრობას აქვს გეგმა, რომ მეტი ინვესტიცია ჩადოს პროფესიულ განათლებაში"- თქვა ღარიბაშვილმა. 

ამასთან,  მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია.

ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გავხსენით, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა და ჩვენ შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. თითქმის 30%-ით არის გაზრდილი მთელი ბიზნესის ბრუნვა - 150 მილიარდ ლარამდე არის ასული.

2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი, იყო თითქმის 50 მილიარდი ლარი. 2023 წლის იანვრისთვის, მომავალ წელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი. სულ რაღაც ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარში. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 7500 დოლარი გახდება"- დასძინა მთავრობის მეთაურმა. 

მსგავსი სიახლეები