სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 11 ოქტომბერს გაიმართება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 11 ოქტომბერს გაგრძელდება. ცნობილია, რომ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს "მთავარი არხის" დამფუძნებლის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. სავარაუდოდ სიტყვით ისარგებლებს თავად ნიკა გვარამიაც.
დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა ვერ მოასწრო.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".