ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია - ირაკლი ღარიბაშვილი
"თითქმის 80 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ 8 თვის განმავლობაში შევძელით" - ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია.
ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული, უმუშევრობა არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება ჩვენ" - უთხრა მედიას მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, თუ რარიბაშვილს დავუჯერებთ, ორნიშნა "ეკონომიკური ზრდა ინფლაციას აბალანსებს".
უკვე მეორე წელია მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა"- დასძინა მან.