დანიშნა თუ რა ცოლთან დაქალობის ნიშნით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართელოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში?

04.10.22 19:59
დანიშნა თუ რა ცოლთან დაქალობის ნიშნით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართელოს წარმომადგენელი ევროსაბჭოში?

დიპლომატიური გამოცდილების არ მქონე თამარ ტალიაშვილი, დიპლომატიურ სამსახურში ირაკლი ღარიბაშვილის ინიციტივით გაუშვეს. "პირველების" ინფორმაციით, ტალიაშვილი პრემიერის ცოლის ნუნუ თამაზაშვილის ახლო მეგობარია და ევროსაბჭოში საქართველოს ელჩადაც ამის გამო ინიშნება.

ცოლთან დაქალაობა იყო თუ არა ამ საკადრო ცვლილების მთავრი მოტივი, პრემიერს ეს კითხვა "ტვ პირველმა" სამჯერ დავუსვა, თუმცა არ მთავრობის მეთაურმა პასუხის გაცემა არ ისურვა. 

ევროსაბჭოში, რომლის წევრიც საქართველო 1999 წლიდან არის, ელჩად მიდის ქართლი ოცნების დეპუტატი, რომელსაც რუსეთთან ღრმა კავშირი აქვს. თამარ ტალიაშვილის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი მეუღლე კახა კუახლაშვილი დიდ ფულს რუსულ "ალფა ბანკში" ინახავდა, მუშაობს მოსკოვში, ცხოვრობს მოსკოვში და ქონებას ფლობს მოსკოვში, თუმცა დღეს ამ თემაზე დასმულ კითხვას პასუხი ტალიაშვილმა არ გასცა. 

თამარ ტალიშვილთან კითხვები რუსულ ბანკებში შენახული დიდი ფულის შესახებ პირველად არ დაუსვამთ.  მან ახალი ქონებრივი დეკლარაციით, "ალფა ბანკის" მოსკოვის ფილიალში შენახული დიდი ფულის შესახებ ჩანაწერი გააქრო. 

თამარ ტალიაშვილს დღეს პარლამენტმა უფლება-მოსილება უკვე შეუწყვიტა, ახლა მის დანიშვნას ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უდნა დაამტკიცოს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები