მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკის ინტერესი არ აქვს - ლიზა იასკო
მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკის ინტერესი არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა. იასკოს თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას პირადად მიხეილ სააკაშვილისგან აქვს.
მე ეს ინფორმაცია მაქვს მისგან. მერწმუნეთ, მას პოლიტიკის ენერგია ახლა არ აქვს. ეს შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ადამიანი, რომელმაც უკანონოდ დაჰკითხა, მასაც კი შეეძლო რომ ენახა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. მას სიარულიც უჭირს და დროის უმრავლესი ნაწილი წევს. ფიზიკურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მისი მენტალური მდგომარეობაც არ არის საუკეთესო და ეს გასაგებია. როგორ შეიძლება ასეთი მოპყრობის შემდეგ ადმაიანი კარგად იყოს და ამ დროს ქართულ პოლიტიკაზე ფიქრი, როდესაც ყველაფერი სიედაც ნათელია, არანაირი აზრი არ აქვს, - განაცხადა ლიზა იასკომ.