ვინ აფინანსებს და ახალისებს ქვეყანაში რადიკალთა ჯგუფებს - მესამე სექტორმა დასკვნა გაასაჯაროვა

05.10.22 11:32
ვინ აფინანსებს და ახალისებს  ქვეყანაში რადიკალთა ჯგუფებს - მესამე სექტორმა დასკვნა გაასაჯაროვა

ვინ აფინასებს და ვინ ახალისებს ულტრა მემრჯვენე ძალებს საქართველოში - ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ არასამთავრობო სექტორმა დასკვნა გაასაჯაროვა.

დოკუმენტში ვრცლად არის განმარტებული, ვისი ხელშეწყობით  და ვისი უმოქმედობით აღზევდნენ  ქვეყნაში რადიკალები, რომლებიც დესტაბილზიაციის მუდმივ საფრთხეს ქმნიან და ქვყენის ევროპული კურსის შეჩერებას ცდილობენ.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში რადიკალთა ჯგუფები გაძლიერდა. მათი მთავარი ხაზი კი პრორუსული პოლიტიკაა. ერთწლიანმა დაკვირვებამ ასევე აჩვენა, რომ არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მათი პოლიტიკური პლატფორმებიც გაძლიერდა.

განსაკუთრებული აქცენტი "კონსერვატიურლ მოძრაობასა" და "ალტ ინფორზე" კეთდება. ანგარიშების ავტორები ფიქრობენ, რომ მათ ხელისუფლების მხარდაჭერა აქვთ, რადგან მათი მესიჯბოქსები "ქართული ოცნების" განცხადებებთან თანხვედრაშია. 

ასევე, მესამე სექტორი ხაზს უსვამს, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებს.

ულტრა მემარჯვენე ჯგიფები, რომელტა დიდი ნაწილი არის ცალსახად პრორუსული, ისინი გაძლიერდნენ, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდნენ. ულტრა მემარჯვენეების ჯგიფების და ამ სახელისუფლებო პარტიის მესიჯები ზოგიერთ შემთხვევაში იდენტურია. გარდა ამისა, ხელისუფლება ამ ჯგუფების მიმართ ლოიალობით გამოირჩევა, რაც დასტურდება იმით, რომ 2021 წლის 5 ივლისი ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც ჯერჯერობით ისე დაუსჯლებეი არიან. პოლიცია მათ მიმართ ლოიალობით გამოირჩევა. თუ შევადარებთ პოლიციის დამოკიდებულებას სამოქალაქო აქტივისტების და ულტრა მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ, დავინახავთ, რომ ძალადობრივი მოქმედებების შემტხვევაშიც კი ულტრა მემარჯვენე ჯგუფის წარმომადგენლები ხედლწერილის საფუძველზე თავისუფლდებიან, - ამბობს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" გამგეობის წევრი, თამარ ხიდაშელი. 

ულტრა მემარჯვენე ჯგუფებზე ერთი წლის შემაჯამებელ ანგარიშს დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებიც ისმენენ. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, რამდეინმე წვეყნის ელჩი ესწრება.

ელჩები განსაკუთრებულ ყურადღებას მედიის წიინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე ამახვილებენ. მათი ტქმით, 5 ივლისი საქართველოს ისტორიის შავი ლაქაა.  

ამასთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში პრორუსი რადიკალების არსებობს და მათი მასშტაბები საგანგაშო ნიშნულზეა და დემოკრატიულ პროცესებს საფრთხეს უქმნიან.

5 ივლისი საქართველოს უახლესი ისტორიის შავი დრეა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება და ძალადობაზე პასუხის გაცემა შესაბამისი უწყებების მხრიდან. რა გაკეთდა ამ მიმართულებით დღევანდელ ანგარიშში მოვისმენთ. ვფიქრობ, რომ 5 ივლისის მოვლენები სატანადოდ არ არის გამოძიებული. მხიარია, რომ ამ წელს იგივე არ განმეორდა და პრადიის ღონისძიებები მეტნაკლებად უსაფრთხოდ ჩატარდა. იყო შესაბამისი დაცულობა, თუმცა კიდევ არის საჭირო მეტი უსაფრტხოება, - თქვა ნოდერლანდების სამეფოს ელჩა=მა საქართველოში, ქრისტინა ვან კოლდამმა.

 ულტრა მემარჯვენე ჯგუფების საქმიანობის ანგარიშის დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა. კვლევა მოცულობითია და მასში განსაკუთრებული ადგილი 5 ივლისის ორგანიზატორების და მონაწილეების სასამართლო პროცესებს უკავია. 

მსგავსი სიახლეები